მარკეტინგული ჩანაფიქრი, რომლის რეალური პერსპექტივა მარცხია - ასე აფასებენ ''ნაციონალური მოძრაობისა'' და ''სტრატეგია აღმაშენებლის'' წინასაარჩევნოდ საერთო ქოლგის ქვეშ გაერთიანებას საპარლამენტო უმრავლესობაში.
სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' ალიანსი წითელი ხაზია. ნაწილი მათგანი ალტერნატიული პლატფორმის შექმნას აანონსებს.