1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა დაკრძალვა

20 ივლისი 2023, 14:31 455 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, სხვები კი საგვარეულო სასაფლაოებზე.

იდენტიფიცირებული პირების გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით მოხერხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში