შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც დაინტერესებული იყო, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა - ირაკლი ღარიბაშვილი

19 ივლისი 2023, 18:51 652 ნახვა

შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც დაინტერესებული იყო, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან ისტორიულად გვქონდა და გვაქვს ძალიან დიდი პატივისცემა. ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუსურვო მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და მათ ანგაჟირებულობა დროებითი მოვლენაა და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი