ყირიმის ე.წ. ხელისუფლებამ საბრძოლო მასალის საწყობის მახლობლად ოთხი დასახლებული პუნქტის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ანექსირებული ყირიმის პრორუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარე პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიებიდან ოთხი დასახლებული პუნქტის 2 ათასი მაცხოვრებლის ევაკუაცია მოხდება.
ყირიმის აღმოსავლეთში, კიროვის რაიონში პოლიგონზე რუსული არმიის საბრძოლო მასალის საცავი იწვის.
აფეთქებები რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. ხელისუფლებამ ნახევარკუნძულის მთავარი მაგისტრალი გადაკეტა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებენ.
ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად პოლიგონზე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი.