საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში, ევროპის B დივიზიონში იასპარეზებს

18 ივლისი 2023, 19:58 588 ნახვა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ პორტუგალიაში გაემგზავრა. ქალაქ მატოსინოსში 21-დან 30 ივლისის ჩათვლით კონტინენტის 22 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და იმ 3 საგზურისთვის იბრძოლებს, რომლის მფლობელებიც მომავალ, 2024 წლისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებენ. 22 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული. A და C ჯგუფები 5-გუნდიანია, ხოლო B და C – 6-იანი. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები B ჯგუფშია, პირველი მეტოქე სლოვაკეთი იქნება, რომელსაც 21 ივლისს დაუპირისპირდება, შემდეგი თამაშები კი უნგრეთთან, ალბანეთთან, მონტენეგროსთან და ბოსნიასთან აქვთ ჩასატარებელი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში