შეფასება ბელგიის გადაწყვეტილებაზე

17 ივლისი 2023, 19:58 637 ნახვა

ვფიქრობ, ბელგიის გადაწყვეტილება გარკვეულწილად ბოლო პერიოდში განვითარებულ მცირე მასშტაბის შეჯახებებს ეხება, მაგრამ ამავე დროს, თავის შინაარსით არის პოლიტიკური, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპონენტები ცდილობენ ნეგატიური ინფორმაცია მიაწოდონ ევროპულ ქვეყნებს. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს შიდა მტრები ბევრი ჰყავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი