იაპონური მედიის ცნობით, ტოკიოს პოლიცია საქართველოს ელჩის მძღოლზე შესაძლო თავდასხმას იძიებს

14 ივლისი 2023, 21:41 979 ნახვა

ტოკიოს პოლიცია იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას მძღოლზე შესაძლო თავდასხმას იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, უცნობი მამაკაცი ელჩის მანქანის წინ გაჩერდა და მძღოლის მხრიდან კარი გააღო. ინციდენტის შედეგად, არც საქართველოს ელჩი და არც მძღოლი არ დაშავებულან.

თეიმურაზ ლეჟავამ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თავდამსხმელი ყვიროდა, თუ რომელი ქვეყნიდან იყვნენ ავტომობილში მსხდომი პირები. ქართველი დიპლომატის თქმით, არ იცის, იყო თუ არა მასზე მიზანმიმართული თავდასხმა, თუმცა დასძინა, რომ ძალადობა მიუღებელია.

იაპონური მედიის ცნობით, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვების პატივისცემა მნიშვნელოვანია და არსებითია. საელჩოს ავტომობილზე თავდასხმის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს თავად თეიმურაზ ლეჟავაც და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება იაპონიის სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამის თანამშრომლობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი