უკრაინის რადა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

14 ივლისი 2023, 17:50 737 ნახვა

უკრაინის უმაღლეს რადაში მიმართვის პროექტი დარეგისტრირდა, რომელსაც 87 დეპუტატი აწერს ხელს და ისინი, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. პროექტი გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის, ევროპარლამენტარების, გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისადმი. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჰუმანიტარული მიზნით შეიწყალოს. გარდა ამისა, უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან ადამიანის უფლებათა კომისარს დაშვების უფლება მიეცეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი