მოკავშირეებს სურთ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.
კელი დეგნანის განცხადებით ვილნიუსის სამიტიდან ძალიან მკაფიო გზავნილი გაკეთდა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ღიაა.მისი თქმით, საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმები უნდა განახორციელოს.