განათლების მინისტრმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ქართულ-გერმანული ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის სტუმარს, რომელიც საქართველოს სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.