2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.
70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, მგზავრებს კვირაში 12-ჯერ მოემსახურება.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან – ოფიციალური ვებგვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით.