უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

12 ივლისი 2023, 10:06 659 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 მიმართულებით 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს.

„მოწინააღმდეგე აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებით, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.

წარმატებული საბრძოლო მოქმედების შედეგად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. ასევე, ჩვენმა დამცველებმა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 5 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

მოწინააღმდეგის საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 15 დარტყმა მიაყენა რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, 4 კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი