ამ წუთებში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგ შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ ატარებს. საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული, პირველ მატჩში საქართველომ უკრაინასთან დიდი სხვაობით მარცხი განიცადა 82“55, ხოლო მეორე შეხვედრა კოსოვოს მოუგო ანგარიშით 80“70. სკანდინავიელები ფავორიტები არიან, რომლებსაც 3-დან 3 მოგება აქვთ. შვედეთმა ბოლო მატჩი კოსოვოსთან გამართა, რომელსაც 84“76 მოუგო უკრაინას 83“80 სძლია, ხოლო აზერბაიჯანთან 102“50 დიდი სხვაობით გაიმარჯვა.