NATO-ს სამიტი – პოლიტიკური შეფასებები

11 ივლისი 2023, 14:44 645 ნახვა

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ვილნიუსის სამიტი არის დიდი შესაძლებლობა,  რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დაეყენებინა ნატოში გაწევრიანების საკითხი და ესაუბრა ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ლიეტუვაში საქართველოს დელეგაცია ფართოდ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, მათ შორის სამიტს უნდა დასწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე კი იმ პროგრამებსა და წვრთნებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც მისივე რწმუნებით ნატოსთან თავსებადობის კიდევ ერთი დასტურია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი