წყნეთში დენის დარტყმის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა

11 ივლისი 2023, 10:33 707 ნახვა

წყნეთში, 16 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.  გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გარე განათების ბოძიდან ფანჩატურში გაყვანილმა ელექტროსადენმა გამოიწვია.

ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. 

შსს-ს ინფორმაციით, წყნეთში დენის დარტყმის შედეგად 16 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება  240-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი