ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე 8 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა,ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მდგომარეობა ექიმების მიერ ფასდება მძიმედ, თუმცა მათივე ინფორმაციით პაციენტი ახლა კონტაქტურია.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანრთელობის დაზიანება გამოიწვია.