ბათუმში სამედიცინო ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მე-4 საერთაშორისო გამოფენა დაიხურა. გამოფენაში 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობდა.
ღონისძიების მიზანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება იყო, რაც ორგანიზატორების განცხადებით უზრუნველყოფს ახალი კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობას.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოვდნენ გამარჯვებული კომპანიები.