ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

09 ივლისი 2023, 10:05 541 ნახვა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ბათუმი არენაზე ფინალური მატჩით დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ინგლისის ნაკრებმა შეხვედრა 1:0 მოიგო და ტიტული 1984 წლის მერე პირველად მოიპოვა.  შეხვედრის ერთადერთი გოლი ესპანელთა კარში საჯარიმო დარტყმით პალმერმა გაიტანა.

მატჩის გმირი კი 20 წლის გოლკიპერი ჯეიმს ტრაფორდი გახდა, რომელმაც 97-ე წუთზე ესპანელთა პენალტი მოიგერია. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ორ ქვეყანაში, საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდა.

ისტორიაში პირველად მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელმაც A ჯგუფი 5 ქულით მოიგო, ხოლო მეოთხედფინალში ისრაელის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური სამმა ნაკრებმა მოიპოვა: ესპანეთმა, ისრაელმა და უკრაინამ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი