ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 1 300 სპეციალისტს პროგრამირების, პროექტ-მენეჯმენტისა და დიზაინის მიმართულებებით გადაამზადებს.
პროექტი ევროკავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება და შესაბამისი მემორანდუმი სააგენტოსა და ევროკავშირს შორის დღეს გაფორმდა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო.