საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

07 ივლისი 2023, 14:30 789 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩებს გამართავს. 13 და 16 ივლისს, ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

თამაშები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ამხანაგური შეხვედრები ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ახალ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ასპარეზობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.

სომხეთთან მატჩებისთვის მზადება ჩვენმა გუნდმა 6 ივლისიდან, თბილისში დაიწყო. მოახლოებული შეხვედრებისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ეროვნულ გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო. 

ირის ანტმანმა ნაკრებში "ბათუმის" ქალთა კლუბიდან თავდამსხმელი ხატია ჭყონია გამოიძახა.

13 ივლისი, 20:00 | საქართველო - სომხეთი | მიხეილ მესხი 2 

16 ივლისი, 20:00 | საქართველო - სომხეთი | მიხეილ მესხი

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი