საგამოძიებო უწყებიდან დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითხოვია მათთვის გამოძიება, გვაქვს რაღაც ნიუანსები კიდევ გასარკვევი - ანდრია ჯაღმაიძე

07 ივლისი 2023, 13:22 535 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

მისივე თქმით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ის შრომისუნარიანია.

ჯაღმაიძის განცხადებით, უცხოეთიდან კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად და არც ვაპირებდით, რადგან ჯერ გვინდოდა, თავად გავრკვეულიყავით, რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება, ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი შემთხვევა და ამ პროცესში ვიყავით. რადგანაც მოხდა ამის გახმაურება, შემდეგ შეკითხვებს გავეცით პასუხი. ყოფილა შემთხვევები და ფაქტები, რომ ზოგადად, ნივთიერებები, რაც სისხლში აღმოჩნდა, არის გამოყენებული ადამიანის მოწამვლისთვის...

საგამოძიებო უწყებიდან დაგვიკავშირდნენ, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვითხოვია მათთვის გამოძიება. თავი შევიკავეთ, რადგან გვაქვს რაღაც ნიუანსები კიდევ გასარკვევი. ყველაფერი, რაც შეიძლება, ვილაპარაკო პრივატულად, საჯაროდაც ვთქვი. ამ თემაზე ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, იმას ვლაპარაკობთ ხმამაღლა, ამის იქით მეტი არაფერია საძიებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, შრომისუნარიანია, მუშაობს, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი