მოზარდის სამძებრო სამუშაოები

07 ივლისი 2023, 12:08 1734 ნახვა

მეოთხე დღეა ბათუმში, სავარაუდოდ, ზღვაში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ. სამძებრო სამაშველო ოპერაცია როგორც ნაპირზე. ასევე   წყალშიც  მიმდინარეობს. მობილიზებულია მყვინთავების ჯგუფი, ასევე სამაშველო კატერები.

როგორც დაკარგული მოზარდის ოჯახის წევრები აცხადებენ, რადგან ბიჭი ბოლოს მეგობრებმა ზღვაში შესული ნახეს და ტანისამოსიც სანაპიროზეა ნაპოვნი, სამძებრო სამუშაოები აქტიურად ზღვაში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 16 წლის მოზარდი ლუკა აბულაძე  ე.წ საზღვაო ბანანით 3 სხვა უცხო პირთან ერთად გასასეირნებლად ზღვაში შევიდა, საიდანაც უკან დაბრუნებული სანაპიროზე მყოფ მეგობრებს აღარ უნახავთ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი