თეატრალური ფესტივალი

06 ივლისი 2023, 20:36 1299 ნახვა

ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „ავი მუსაიფი“ გაიხსნა. მოეწერა ხელი „ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის“ დაფუძნების მემორანდუმს. დოკუმენტის თანახმად, ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ ოზურგეთში ჩატარდება და მასში საქართველოსა და უცხო ქვეყნების სხვადასხვა დასები მიიღებენ მონაწილეობას. წელს ფესტივალი ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს ეძღვნება. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია   ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლი „სოფელსა შინა“

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში