ლევან გორგილაძის სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსი დაკითხეს

06 ივლისი 2023, 14:19 815 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის ლევან გორგილაძის საქმის არსებითი განხილვა. სასამართლომ 2 მოწმეს, მათ შორის ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს  ირაკლი დგებუაძეს მოუსმინა. საქმე ეხება 3 ივნისს ევროპის მოედანზე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ირაკლი გორგილაძეს, რომელსაც პოლიცია დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

გორგილაძის მტკიცებით მას აქციაზე არ ჰქონდა ბანერი. პოლიციელები კი ამბობენ, რომ ბანერზე პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  შეურაცხმყოფელი სიტყვა ეწერა.

რაც შეეხება პოლიციაზე დაუმორჩილებლობის მუხლს - დგებუაძის თქმით, პირადად მასაც და სხვა პოლიციელებსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას გორგილაძე.

თავის მხრივ ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ამბობს, რომ პოლიცია არასრულწლოვნებს აკავებდა, რის გამოც მათ მხოლოდ სამარცხვინოები უწოდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 21 ივლის 11 საათზე ჩაინიშნა, დაკითხავენ კიდევ 2 მოწმეს. ასევე პოლიციამ უნდა წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი