ვხედავთ, რომ ყველა პირველ რიგში უფრთხილდება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ბუნებრივია, ჩვენც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა მოვუფრთხილდეთ -კობახიძე

05 ივლისი 2023, 12:19 633 ნახვა

ჩვენ რომ დაგვეწესებინა სანქციები, ეს გამოიწვევდა მინიმუმ 2,5 მილიარდის დაკარგვას ჩვენი ქვეყნის მიერ. როგორ შეიძლება საკუთარი ხელით დააზიანო საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესები?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ყველა ქვეყანა მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე. რაც შეეხება ევროკავშირ-რუსეთის ვაჭრობას, მისი მოცულობაა 200 მილიარდზე მეტი. საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან არის იმის 1%-ზე ნაკლები, რასაც ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან. ასე რომ, როცა ვხედავთ, რომ ყველა პირველ რიგში უფრთხილდება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ბუნებრივია, ჩვენც პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა მოვუფრთხილდეთ. ჩვენ რომ დაგვეწესებინა სანქციები, ეს გამოიწვევდა მინიმუმ 2,5 მილიარდის დაკარგვას ჩვენი ქვეყნის მიერ. როგორ შეიძლება საკუთარი ხელით დააზიანო საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესები? შეგახსენებთ, რომ ამას ითხოვდა ოპოზიცია, მარტო პირველივე წელს რომ 2,5 მილიარდი დოლარი დაგვეკარგა. ესაა მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ, ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მან ასევე განმარტა, რომ როცა ირღვევა ოკუპაციის შესახებ კანონი და ხორციელდება ისეთი აქტები, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ამაზე მმართველ გუნდს აქვს შესაბამისი რეაგირება და ამაზე არსებითად პასუხისმგებელია საგარეო უწყება.

"ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და თქვენ ხედავთ, რომ ამ 11 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ჩვენი ეროვნული ინტერესები არის მაქსიმალურად დაცული. ამის შედეგია ის, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა, ამის შედეგია ის, რომ ტერიტორიული წინსვლა განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ამ ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია, არცერთი სტრატეგიული ობიექტი არ გაყიდულა რუსეთის ფედერაციაზე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგები. წინა ხელისუფლებას ჰქონდა რადიკალურად განსხვავებული შედეგები, როდესაც რუსეთს ჰქონდა ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით საქართველოში“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი