ლევან დავითაშვილი “ჯორჯიან ეარვეისის” სანქცირებაზე

03 ივლისი 2023, 18:04 577 ნახვა

ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან Georgian Airways-სთვის დაწესებულ სანქციებს. ლევან დავითაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს ოპოზიციის ნაწილის კვალი დაინახა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, რამდენად დაახლოებულია ქართლი ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლებასთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში