ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსია ამ წუთებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიმდინარეობს. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ახალგაზრდებს ხვდება. კანონპროექტს კენჭს პარლამენტი ხვალ უყრის. ცვლილებების თანახმად, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს. სააგენტოს ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელებასთან ერთად აქვს არაერთი ფუნქცია, რაც მას დაინტერესებულ სუბიექტად აქცევს, მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. სააგენტოს ასევე ეძლევა უფლებამოსილება, გააკონტროლოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიები.