საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. მარია ბურიჩს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, საქარველოში 3 ივლისამდე დარჩება ვიზიტის ფარგლებში, მარია ბურიჩი დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.