ხახულის მეორე შესახვევში ავტოსახელოსნოსთან მდგარ ავტომობილს მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა რის შედეგად ორივე ავტომობილი არხში გადავარდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული ასევე პოლიციის ეკიპაჟი. ამ დროისათვის ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი არხიდან ამოყვანილია და გადაყვანილია საპატრულო საჯარიმოზე. მძღოლი არ დაშავებულა.
რაც შეეხება მეორე ავტომობილს რომელშიც არავინ იჯდა მის ამოყვანაზე მაშველები მუშაობენ.