პრეს ტური ლიეტუველი ჟურნალისტებისთვის

29 ივნისი 2023, 14:39 786 ნახვა

აჭარაში ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტები იმყოფებიან.  ისინი ბათუმსა და მთიან აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს თავიანთ გამომწერებს გაუზიარებენ, რაც რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის გათვლით ხელს შეუწყობს ლიეტუველი ტურისტების რეგიონში მოგზაურობის სტიმულირებას.

ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც აქტიურ სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება. 

წელს, ბათუმმა ჯამში 500-მდე უცხოეულ  ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი