ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით იასპარეზა

29 ივნისი 2023, 10:19 702 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ოქროს მედლები გორ აივაზიანმა (97კგ), ანრი ხოზრევანიძემ (60კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) მოიპოვა. ვერცხლის მედალი ნიკა ბროლაძემ (67 კგ) აიღო, ხოლო ბრინჯაოს დათა ჩხაიძე (82 კგ) დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით ყველას აჯობა, ქულებით კი მეორე ადგილი დაიკავა.

30 ივნისიდან ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ესპანეთში ამ შემადგენლობით იასპარეზებს:

  • 57 კგ - ლუკა ღვინჯილია;
  • 61 კგ - თორნიკე ასაბაშვილი;
  • 65 კგ - გოგა ოთინაშვილი;
  • 70 კგ - საბა კობახიძე;
  • 74 კგ - გიორგი გოგრიჭიანი;
  • 79 კგ - ოთარ ადეიშვილი;
  • 86 კგ - თორნიკე სამხარაძე;
  • 92 კგ - გიორგი რომელაშვილი;
  • 97 კგ - ნიკა ფანცულაია;
  • 125 კგ - ზურაბ რომელაშვილი.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი