ბათუმელი ანრი ხოზრევანიძე ევროპის ჩემპიონია

28 ივნისი 2023, 21:40 1015 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ანრი ხოზრევანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელმა სომეხი, აგაჯანიანი დამაჯერებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 87 კგ. წონით კატეგორიაში  ოქროს მედლის მფლობელი, აჭარის საჭიდაო სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი აჩიკო ბოლქვაძე გახდა. 

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი