საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის ვადა შეიცვალა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, დირექტორების მსურველთა მიერ დოკუმენტების წარდგენა 30 ივნისამდე გახანგრძლივდა. ელექტრონული რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება აქვთ შეარჩიონ 3 სასურველი საჯარო სკოლა, სადაც მუშაობის სურვილი აქვთ.
კონკურსის დასკვნით ეტაპზე, დირექტორობის კანდიდატებს შორის არჩევანს სკოლების სამეურვეო საბჭოები გააკეთებენ. დირექტორი 6 წლის ვადით ინიშნება ან ირჩევა.
ერთსა და იმავე სკოლაში ზედიზედ ორჯერ არის შესაძლებელი იმავე კანდიდატის არჩევა. საქართველოს 2 086 საჯარო სკოლაა და ყველა სკოლას დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს.
კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიცირება აუცილებელია. ტესტირების გავლის შემდეგ გასაუბრების ეტაპი აპლიკანტთა 76%-მა გაიარა.
გარდა ამისა, კონკურში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედი დირექტორების იმ ნაწილს, ვისაც სერტიფიცირება უკვე გავლილი ქონდა.