ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

28 ივნისი 2023, 14:03 533 ნახვა

დღეს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავის აღნიშვნაში. 

ნაუსედა ზელენსკისთან განიხილავს ივლისში ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტის დღის წესრიგს, ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების საკითხს და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებას.

პრეზიდენტი ნაუსედა კიევში ჩავიდა ჰააგიდან, სადაც 27 ივნისს ნატოს წევრი 7 სახელმწიფოს ლიდერებმა  უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე იმსჯელეს. 

ნაუსედამ კიევში გამგზავრების წინ განაცხადა, რომ ლიეტუვამ უკრაინისთვის შეიძინა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ნამასის ორი გამშვები დანადგარი.

ლიეტუვის პრეზიდენტი კიევიდან გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც ხვალ, 29 ივნისს იწყება ევროპული საბჭოს ორდღიანი სხდომა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები იმსჯელებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე, უკრაინის შემდგომ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი