დღეიდან სამხრეთ კორეაში ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ასაკის დათვლის ტრადიციულ მეთოდს ცვლის. ქვეყანაში საერთაშორისო სისტემა დამკვიდრდება, რომლის შედეგად, სამხრეთ კორეელების ასაკი 1-2 წლით შემცირდა.
1960-იანი წლებიდან, ქვეყანაში ასაკის საერთაშორისო სტანდარტი გამოიყენებოდა მხოლოდ სამედიცინო და იურიდიულ ხელშეკრულებებში, ოფიციალურ დოკუმენტებში კი ტრადიციულ მეთოდს იყენებდნენ.
ასაკის დათვლის აქამდე მოქმედი მეთოდით, ადამიანი დაბადებისთანავე ერთი წლის სრულდებოდა, ხოლო პირველ იანვარს მას კიდევ ერთი წელი ემატებოდა.
კანონში ხაზგასმულია, რომ ცვლილება შესაბამის ასაკობრივ ზღვარზე მყოფ ადამიანებს არ შეზღუდავს, რომ ლეგალურად შეიძინონ სიგარეტი ან ალკოჰოლი, ჩააბარონ სასწავლებლებში და ჩაირიცხონ 21 თვიან სამხედრო სამსახურში.