გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის წარმომადგენელს - აცხადებენ პარტიაში.
ენმ-ს ლიდერების თქმით, სხვადასხვა სახის დაზიანებით დავით ოსიყაშვილი კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს სამართალდამცველებს, დამნაშავეებს დროულად მიაგნონ და კანონის შესაბამისად დასაჯონ.