მოჭიდავე აჩიკო ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

27 ივნისი 2023, 23:20 1140 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრების წევრი 87 კგ. წონით კატეგორიაში აჩიკო ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა მოჭიდავემ ფინალში სომეხი ნაზარიანი 5-4 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

აღსანიშნავია რომ ბოლქვაძე ფინალამდე ისე მივიდა რომ მეტოქეებს ქულა არ ააღებინა, თვითინ კი 26 ქულა აიღო.

ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი – ანრი ხოზრევანიძე (60კგ), ნიკა ბროლაძე (72კგ) და გორ აივაზიანი (97კგ) ხვალ ფინალში იასპარეზებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი