ამერიკელი მხატვრის ჟან მიშელ ბასკიას ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს აჭარის ხელოვნების მუზეუმში. ლექცია ,რომელიც ხელოვნების მუზეუმის მთავარმა კურატორმა ლევან წულუკიძემ წაიკითხა კულტურულ -საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. პროგრამა სხვადასხვა ხელოვანის საღამოებს მოიცავს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.