პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო, სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციას ევროკავშირთან. შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. დელეგაციის წევრებს ილია დარჩიაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და გაერთიანებულ სამეფოს შესაბამისი სამსახურების მზაობა ფინანსური სანქციების რეჟიმის დაცვის თვალსაზრისით, რაც არა ერთხელ აღინიშნა პარტნიორების, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაბამის ანგარიშებსა და ასევე სპეციალური მისიების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების დროს.