მსხვერპლთა უფლებების დაცვა და ეფექტიანი გამოძიება - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში

27 ივნისი 2023, 14:18 604 ნახვა

მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება - თემაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიება მიზნად ისახავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შემუშავებული ინიციატივებისა და ჩატარებული რეფორმების შეფასებასა და ეფექტიანი გამოძიების სტანდარტების განხილვას.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ აქტივობებს შეაჯამებენ და ასევე პანელური დისკუსიის ფორმატში ისაუბრებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების სტანდარტებთან დაკავშირებით.

მთელი დღის განმავლობაში კონფერენცია დაეთმობა მსხვერპლთა უფლებების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხილვას. კონფერენციის ფარგლებში კოკა კაციტაძემ  სამართალდამცველების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.  

ყურადღება ასევე  12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების საკითხზეც გაამახვილა. პრეზენტაცია დაეთმო ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებსა და ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების პროცესს, ერთი წლის განმავლობაში, გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი