სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი 

27 ივნისი 2023, 12:00 668 ნახვა

სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს დღეს გამართავენ.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი თბილისს სტუმრობს, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება განიხილოს. როგორც საელჩო აღნიშნავს, ვიზიტის მიზანია, კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან. ხვალ  6-ის ნახევარზეა დაგეგმილი პრესკონფერენცია.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში