პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო

27 ივნისი 2023, 12:00 622 ნახვა

"საარჩევნო კოდექსში" მიღებული ცვლილებებისათვის ვეტოს დადება პოლიტიკური შეფასებების საგანია. პრეზიდენტის მხრიდან საბოტაჟის მცდელობად აფასებს ფაქტს მმართველი გუნდი. განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ნარატივს აჰყვა, "ქართული ოცნება" კი ამ ვეტოს დაძლევს.

პრეზიდენტმა ვეტო "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებს გუშინ დაადო, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.

ზურაბიშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები აირჩიონ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში