შეეშვით მოსამართლეებს, თუ არ ჩაერევით მათ საქმიანობაში, ისინი იგრძნობენ თავისუფლებას და არ შეასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას - ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ასეთი რეკომენდაციები დასავლეთიდან წლების წინ ისმოდა.
ის აცხადებს, რომ მოსამართლეთა რეფორმის საკითხზე რამდენიმე მცდელობა არსებობდა, მათ შორის ასახელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს.
მისი თქმით, იყო იმის იმედი, რომ საბჭო საქმეს მიუდგებოდა პროფესიულად და რიგ მოსამართლეს, რომელთაც არასწორი გადაწყვეტილებები ჰქონდათ, აღარ აირჩევდა. განცხადება ვახტანგ ხმალაძემ აჭარის მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გააკეთა.