„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით მმართველი გუნდი წარადგენს დეტალურ ანგარიშს, როგორ შესრულდა ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია.
„დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ, როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია. ჩვენ არსებითად პასუხისმგებელი ვიყავით კანონების მიღებაზე და ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული. შესაბამისად, ჩვენ წარვადგენთ დეტალურ ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია. რეალურად, 12-ვე პუნქტი პრინციპულად არის შესრულებული, ვინმეს თუ დამატებით რამე კითხვები აქვს, ამაზეც გავცემთ პასუხს და ამაზეც გვექნება მსჯელობა, საუბარი, მაგრამ 12-ვე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. მათ შორის სასამართლო რეფორმის პუნქტიც არის პრინციპულად შესრულებული, კანონი მივიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რაც ჩვენ გავაკეთეთ 12 პუნქტის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.