რუსულმა ავიაციამ სირიის მეამბოხე ანკლავი დაბომბა

26 ივნისი 2023, 10:20 443 ნახვა

რუსეთის ავიაციამ სირიის ჩრდილო-დასავლეთში ქალაქ იდლიბის მახლობლად მდებარე  სოფლები და ქალაქები დაბომბა, რის შედეგადაც დაიღუპა ცხრა და დაშავდა 30 მშვიდობიანი მოსახლე. 

რუსულმა    სამხედრო თვითმფრინავებმა, რომლებიც  დიდ სიმაღლეზე მოძრაობდნენ,  ბომბები ჩამოაგდეს  აგრარულ  ბაზარში, როცა ის მუსლიმთა ბაირამის დღესასწაულის წინ სავსე იყო ვაჭრებითა და მყიდველებით.      

რუსეთი და მისი მოკავშირეები სირიაში  მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში