ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურიდიული ფაკულტეტის დაარსებიდან 30 წლის თავს აღნიშნავს.
ღონისძიებების ფარგლებში უნივერსიტეტი საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით - ,,თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევებს’’ მასპინძლობს.
სტუდენტთა პირველი ნაკადი ბსუ-ს სამართლის პროგრამაზე 1991 წელს ჩაირიცხა. ამჟამად, კურსდამთავრებულთა რაოდენობა 3 000 აღემატება, რომელთაგან 400 სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობდა.