,,ასე დაუსრულებლად" - ამ სახელწოდებით სადებიუტო სპექტაკლი გაიმართა ბათუმის თოჯინების თეატრში. ჩვენება მაყურებელმა ნოდარ დუმბაძის ოთხი მოთხრობის მიხედვით იხილა, ესენია: „მე ვხედავ მზეს,“ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი,” „ბოშები,“ და „ხაზარულა“.
პროექტი მხატვრული, განსაკუთრებით კი ქართული ნაწარმოებების გაცნობას და მომავალ თაობაში ქართული ლიტერატურის სიყვარულის დანერგვას ემსახურება.
ჩვენება ,,მომავლის პალიტრა,“ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში „არ დავივიწყოთ ქართული“ს ორგანიზებით შედგა.