''ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებულ წინადადებას სთავაზობს.
ლევან ხაბეიშვილი ამჯერად პარტიებს საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას სთავაზობს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ''ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას და რაიმე სახის გაერთიანებას არ თანხმდება, რადგანაც ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიმართ ნდობა არ აქვთ.
''ქართული ოცნება'' კი არასერიოზულად აღიქვამს ''ნაციონალური მოძრაობის'' ახალ თავმჯდომარეს.