ჩინეთში ბარბექიუს რესტორანში ხანძარმა 31 ადამიანი იმსხვერპლა

22 ივნისი 2023, 10:11 400 ნახვა

31 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნინგსიის რეგიონში ბარბექიუს რესტორანში გაზის აფეთქების შედეგად. შემთხვევა ნინგსიის დედაქალაქ იინჩუანში მოხდა. აფეთქება  რესტორნის ეზოში თხევადი გაზის ავზიდან გაჟონვას მოჰყვა. შვიდი ადამიანი სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჩინეთის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, ყველაფერი გააკეთონ დაშავებულების დასახმარებლად და განაცხადა, რომ მნიშვნელოვან სფეროებსა და სექტორებში უსაფრთხოებაზე კონტროლი უნდა გაძლიერდეს.

წლების განმავლობაში უსაფრთხოების გაუმჯობესების  მცდელობების მიუხედავად, გაზისა და ქიმიური აფეთქებების შემთხვევები ხშირია  ჩინეთში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში