ცვლილებები მოქალაქეობის შესახებ კანონში

22 ივნისი 2023, 11:50 667 ნახვა

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები  ადამიანის უფლებათა დაცვისა და დიასპორის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში განიხილება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირებს, ოფიციალური განცხადებით მიმართვამდე მოუწევთ შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება.

გარდა ამისა, ნახევრდება მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზიც.

ცვლილებები კიდევ ერთხელ შეფასდა პოლიტიკურ სპექტრში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი